Wednesday, May 30, 2012

შოკოლადი ყველასათვის საყვარელი და მკურნალი სასუსნავი

ყველა დროისა და ყველა თაობის საყვარელი ტკბილეული - შოკოლადი, რომელსაც ჩვენი უზველესი წინაპრები ''ღმერთების საკვებს'' უწოდებდნენ, იგი დასაბამს უძველესი დროიდან იღებს, ამ ტკბილეულობასთან დაკავშირებული ლეგენდები და ისტორიები იმდენად ბევრია, რომ მკვლევარებს უკვე სათვალავიც აერიათ. საყოველთაოდ მიღებული ვერსიის თანახმად, შოკოლადის გემოს საიდუმლო პირველად მექსიკის ყურის სანაპიროზე მცხოვრები მაიას ტომისთვის გახდა ცნობილი. ამ ტომის წარმომადგენლებს კაკაოს ღმერთის სჯეროდათ და სხვადასხვა რიტუალების დროს მას როგორც წმინა სასმელს ისე სვამდნენ. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კაკაოს ნაყოფს ფულის ფუნქციაც ჰქონდა! მაგალითად, მონის ყიდვა კაკაოს 100 ნაყოფით შეიძლებოდა. ღვთაებრივ მარცვლებს ''კაკასოლატს'' უწოდებდნენ და მას სხვადასხვა დადებით და ზოგჯერ მისტიკურ თვისებებსაც მიაწერდნენ. ეს გარკვეულად იმით აიხსნება, რომ ჯერ კიდევ იმ დროს.
ჩვენმა წინაპრებმა შოკოლადში მატიმულირებელი თვისება აღმოაჩინეს!




აცტეკების ლეგენდის თანახმად, კაკაოს ხის ნაყოფში, სიბრძნე და ძლიერება იყო. ამ ტომის ბელადს მონტეესემას, ეს ტკბილეულობა ისე უყვარდა, რომ დღეში 50 ჭიქა ცხელ კაკაოს მიირთმევდა. 
ევროპელები ამ წმინდა სასმელს XVI საუკუნეში გაეცნენ. როდესაც კუნძეულ გაინას მოსახლეობა დიდ მოგზაურს ქრისტოფორე კოლუმბს კაკაოთი გაუმასპინძლდა. გადმოცემის ტანახმად კოლუმბის მიერ ევროპაში ჩატანილი კაკაოს მწარე მარცვლები ევროპელებმა ვერ შეიყვარეს და მალევე მიივიწყეს. თუმცა ეგრეთ წოდებული ''ღმერთების სასმელი'' ესე ადვილად დასავიწყებელი არ იყო... მექსიკაში, ესპანელი მეფის მიერ წარგზავნილის ფერნანდ კორტესის წყალობით, შოკოლადი ესპანელ დიდგვაროვნებს შორის მალე ძალზედ პოპულარული გახდა!

აღსანიშნავია, რომ შოკოლადის მყარი სახით წარმოება მხოლოდ XIX საუკუნის 70_იან წლებში დაიწყეს. ინგლისური ფირმა ''ფრაი და გაჯეპის'' მიერ ჩამოსხმული პირველი მყარი შოკოლადი პოპულარული ძალიან მალე გახდა.

No comments:

Post a Comment