შოკოლადის ერთ–ერთი ცნობილი თვისება ისაა, რომ ის განწყობას ამაგლებს. ამ ნუგბარში შემავალი მაგნიუმი დეპრესიის კვალს შლის, ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას, სტრესის მიმართ გამძლეობას, ამაღლებს, ამაგრებს იმუნიტეტს.
ამიტომ, როცა სევდა და ნაღველი მოგეძალებათ, შოკოლადის ტორტის ნაჭერი ან შოკოლადი მიირთვით. ბედნიერი თუ არ გახდებით, განწყობა მაინც გაგიუმჯობესდებათ. კალორიებზე ნუ ინაღვლებთ. ტკბილი თერაპიით მიღებული ზედმეტი წონა მალე გაგიქრებათ.
როგორ უნდა მოიქცნენ შოკოლადის მოყვარულები? უნდა მიირთვან შოკოლადი, ოღონდ მცირე პორციებად. უკეთესია მისი მიღება ცილოვანი საკვების შემდეგ. ცილოვანი საკვები ანელებს შოკოლადის კომპონენტების შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. რაც უფრო ნელა შეიწოვება შოკოლადი, მით უფრო ნელა ხდება სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები. ცილა ასევე ანელებს ტვინის რეაქციას, რომელიც კიდევ მოითხოვს მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ნარკოტიკის, შოკოლადის, დამატებით ულუფას.
No comments:
Post a Comment